თავში

აშშ-ში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

​აშშ-ში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, მილოუკიში, ლუდის საწარმო Molson Coors Beverage-ში, თანამშრომელმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 51 წლის მამაკაცი იყო, რომელიც საკუთრი თავისთვისვე მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას თავდასხმის არანაირი მოტივი არ უნდა ჰქონოდა.

დაღუპულთა ვინაობას, რომლებიც ასევე საწარმოს თანამშრომლები იყვნენ, პოლიცია, მათ ოჯახებთან დაკავშირებამდე, არ ახმაურებს.

საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system