თავში

აშშ-ში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
აშშ-ში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

აშშ-ის შტატ როდ-აილენდში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ WPRI ავრცელებს.

ინციდენტი 13 მაისს ქალაქ პროვიდენსში ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მოხდა. ყველა დაშავებული 19-დან 25 წლამდეა. კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის უფროსის განცხადებით, სროლა შემთხვევითი არ ყოფილა და დაზარალებულები თავდამსხმელებს იცნობდნენ, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაიქცნენ.

ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია, მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system