აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ პატერსონში დაუდგენელმა პირებმა სროლა ატეხეს. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.
დამნაშავეების ვინაობა, ასევე მათი მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.