
ჯაროდ რამოსი, რომელმაც მერილენდის შტატში, გამოცემა The Capital Gazette რედაქციაშ 2018 წელს 5 ადამიანი, მათ შორის 4 ჟურნალისტი მოკლა, უვადო პატიმრობა 6-ჯერ მიესაჯა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აქედან 5-ის შემთხვევაში მას ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება არ აქვს.
ამასთან, მამაკაცს 345 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა.
ცნობისთვის, 2018 წელს The Capital Gazette-ის რედაქციაში მამაკაცი, სახელად ჯაროდ რამოსი შევარდა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 4 ჟურნალისტი და გაყიდვების განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალნენ. გამოძიების ცნობით, მამაკაცის მოტივი წყენა იყო. 2012 წელს მან გაზეთსა და ჟურნალისტს სტატიისთვის უჩივლა, რომელშიც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. მაშინ სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.