თავში

აშშ-ში ტყის ხანძრები 12 შტატში მძვინვარებს

​აშშ-ში ტყის ხანძრები 12 შტატში მძვინვარებს
აშშ-ში ტყის ხანძრები 12 შტატში მძვინვარებს

აშშ-ში ტყის ხანძრებმა 12 შტატში უზარმაზარი ტერიტორიები მოიცვა. ცეცხლი მთელ დასავლეთ სანაპიროს უკიდია.

ხანძრების ყველაზე დიდი ფართობი კალიფორნიაშია. ოთხ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. იქ სახლები მთლიანად განადგურდა. დამწვარია ათობით ავტომობილიც. საფრთხე კიდევ 10 000 საცხოვრებელი შენობას ემუქრება.

ორეგონში 2000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ხანძარმა თითქმის 70 სახლი გაანადგურა.

საერთო ჯამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანძრის 85 კერა დაფიქსირდა. მეხანძრეებმა მხოლოდ ნახევრის ლოკალიზაცია შეძლეს.

ტყის ხანძრები ანომალირუი სიცხით და ხანგრძლივი გვალვითაა გამოწვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system