თავში

აშშ-ში ტრამპის მხარდასაჭერ აქციაზე ცეცხლი გახსნეს

აშშ-ში ტრამპის მხარდასაჭერ აქციაზე ცეცხლი გახსნეს
აშშ-ში ტრამპის მხარდასაჭერ აქციაზე ცეცხლი გახსნეს

აშშ-ში, 12 დეკემბერს გამართულ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდასაჭერ აქციაზე, მომიტინგეები Black Lives Matter-ის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და სისხლისღვრით დასრულდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABCnews იუწყება.

უცხოური მედიის ცნობით, ვაშინგტონში, ოთხი ადამიანი დაჭრეს. ხოლო, ქალაქ ოლიმპიაში ერთ პირს ცეცხლი გაუხსნეს. სულ დაზიანებებით საავადმყოფოში სულ მცირე 9 ადამიანი გადაიყვანეს.

აქციაზე მომხდარი დაპირისპირებების დროს ასევე დაშავდა ორი პოლიციელი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ვაშინგტონის მერიის წარმომადგენელი ოფიციალური პირების განცხადებით, 12 დეკემბერს გამართული აქციის ფარგლებში სულ 21 ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, აშშ-ში, ვაშინგტონში, გუშინ ღამით დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. რესპუბლიკელების მომხრეები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ბიულეტენების გაუქმებას ითხოვენ. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 11 დეკემბერს დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system