თავში

აშშ-ში ტრამპის შეიარაღებული მხარდამჭერები გამოჩდნენ

აშშ-ში ტრამპის შეიარაღებული მხარდამჭერები გამოჩდნენ
აშშ-ში ტრამპის შეიარაღებული მხარდამჭერები  გამოჩდნენ

კვირას, აშშ-ში, სახელმწიფო შენობების წინ შეიარაღებული დემონსტრანტები შეიკრიბნენ და ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას აპროტესტებდნენ. ტეხასში, ორეგონში, მიჩიგანსა და ოჰაიოს შტატებში მცირე შეიარაღებული ჯგუფები გამოჩნდენ, თუმცა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. 

ტრამპის წასვლის დრო ახლოვდება, რის გამოც შტატებში დაძაბულობა იმატებს. უკვე ოთხშაბათს, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ჯო ბაიდენი ინაუგურაციის შემდეგ ოფიციალურად ჩაიბარებს აშშ-ის პრეზიდენტობის თანამდებობას.

ამგვარად, აქციები მოსალოდნელია ოთხშაბათსაც, თუმცა ფიცის დადების დროს დედაქალაქს ნაციონალური გვარდიის დაახლოებით 25 000 წევრი გააკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა პანდემიის გამო მხარდაჭერებს მოუწოდა, ვაშინგტონში ინაუგურაციის პროცესზე დასასწრებად არ ემოგზაურათ. მოწოდება არ დასჭირდა დონალდ ტრამპს, რომელმაც ცერემონიაზე დასწრებაზე უარი განაცხადა, განსხვავებით ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ვერ შეძლო, წარმოედგინა არჩევნების გაყალბების მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, არჩევნებში დამარცხებას ის მაინც არ აღიარებს.

მისი ბრალდებები აშშ-ის არაერთმა სასამართლომ უარყო. ამასთან, დამოუკიდებელი ანალიტიკოსების თქმით, არჩევნები  სამართლიანად ჩატარდა. 

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა ჩაშალეს სხდომა და დაარბიეს კაპიტოლიუმის შენობა. დაპირისპირებას 5 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system