თავში

აშშ-ში თვითიზოლაციის საწინააღმდეგო მიტინგების ორგანიზატორი ცნობილია

​აშშ-ში თვითიზოლაციის საწინააღმდეგო
აშშ-ში თვითიზოლაციის საწინააღმდეგო მიტინგების ორგანიზატორი ცნობილია

აშშ-ში თვითიზოლაციის რეჟიმის შემცირების მოთხოვნით გამართული აქციების ორგანიზატორი არის დაჯგუფება მინესოტას შტატიდან, რომელიც ასევე იარაღის თავისუფლად ტარების ნებართვის მომხრეა. ამის შესახებ The Washington Post -ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაჯგუფებამ სოციალური ქსელების საშუალებით თვითიზოლაციის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს მოუყარა თავი და ვისკონსინის, ოჰაიოს, პენსილვანიისა და ნიუ-იორკის შტატებში საპროტესტო აქციების ორგანიზება მოახდინა. ულტრამემარჯვენეთა დაჯგუფებას, სავარაუდოდ, ბენ დორი და მისი ძმები ხელმძღვანელობენ.

WP-ის ინფორმაციით, 16 აპრილს მიჩიგანში გამართული აქცია კონსერვატორთა კოალიციის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც რესპუბლიკელი დეპუტატი და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრი ხელმძღვანელობს.

Facebook-მა განაცხადა, რომ სოცქსელებში მსგავსი ჯგუფების დაბლოკვის საფუძველს ვერ ხედავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system