თავში

აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ალაბამას შტატში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, T-38-ის ტიპის მცირე ზომის სამხედრო თვითმფრინავი მონტგომერის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა, სადაც სამხედრო ბაზა მდებარეობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის არეალში საცხოვრებელი კორპუსები მდებარეობს, მაგრამ თვითმფრინავი მათ არ შეჯახებია. ავარიის ადგილზე აშშ-ის საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, პოლიცია, მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system