
ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის შემწეობის მიღების განაცხადი 6,6 მილიონმა ადამიანმა შეავსო.
აშშ-ში დახურულია რესტორნები, ბარები, კინო-თეატრები, სასტუმროები და სპორტული დარბაზები.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით 5 119 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა ოდენობა კი 216 000-ს აღემატება.