თავში

აშშ-ში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

​აშშ-ში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
აშშ-ში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

აშშ-ში სამხედრო მოსამსახურეები, პოლიცია და საგანგებო სამსახურები მზადყოფნაში არიან, რადგან ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების დროს არეულობებს ელოდება.

ოფისები და მაღაზიები უკვე ნელ-ნელა იკეტება. ზოგიერთმა მეპატრონემ მათ მაღაზიებში ვიტრინები აჭედა, რადგან ეშინიათ, რომ მომიტინგეები მათ ჩაამსხვრევენ.

ყველაზე მეტად არეულობების იმ შტატებში ეშინიათ, სადაც მკვეთრად გამოხატული სიმპათიები კანდიდატების მიმართ არ შეინიშნება.

თავიანთი კანდიდატების მხარდასაჭერად, ტრამპისა და ბაიდენის მომხრეები დროშებით და პლაკატებით დადიან.

მსოფლიოს ყურადღება დღეს აშშ-ისკენაა მიმართული. გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური ძვრების ფონზე აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მოქალაქეები ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტს აირჩევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system