თავში

აშშ-ში უცნობი სინდრომით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

აშშ-ში უცნობი სინდრომით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
აშშ-ში უცნობი სინდრომით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

აშშ-ში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით, რომელიც, სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან არის დაკავშირებული 200-ზე მეტი ბავშვია ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

უცნობი სინდრომით დაავადების შემთხვევები უკვე აშშ-ის 20 შტატში ფიქსირდება.

ე.წ "მრავალ სისტემური ანთებითი სინდრომით" სიმპტომებით ბავშვებში გავრცელებულ "კავასაკის დაავადებას" წააგავს. 

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ბავშვებში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადება, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს კორონავირუსის პანდემიასთან ფიქსირდება ევროპაშიც.

საფრანგეთში 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მას კავასაკის სინდრომი და COVID-19 დაუდასტურდა. 

მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა იტალიაშიც. ბერგამოს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის თქმით, ბერგამოს პროვინციაში პანდემიის დროს კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა, წინა წლებთან შედარებით, ბავშვებში 30-ჯერ იმატა. მათი თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე საავადმყოფოში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადებით 19 ბავშვი მოხვდა.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system