თავში

აშშ-ში ვაქცინაცია 30 მილონ ადამიანს ჩაუტარდა

აშშ-ში ვაქცინაცია 30 მილონ ადამიანს ჩაუტარდა
აშშ-ში ვაქცინაცია 30 მილონ ადამიანს ჩაუტარდა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში უკვე 30 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-მა Moderna-სა და Pfizer/BioNTech -ის მიერ შემუშავებული ვაქცინების ჯამში 50 მილიონ დოზაზე მეტი მიიღო. 

ამასთან, 5 მილიონზე მეტ ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზაც გაუკეთეს. 

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 26 მილიონს  აჭარბებს, დაავადებას ჯამში 450 381 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system