თავში

აშშ-ში ვითარება დაძაბული რჩება

​აშშ-ში ვითარება დაძაბული რჩება
აშშ-ში ვითარება დაძაბული რჩება

მიენაპოლისში პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით საპროტესტო მღელვარებამ მთელი შეერთებული შტატები მოიცვა. აქციები უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება. მშვიდობიანი პროტესტი თანდათანობით ძალადობასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წლის ჭავლი გამოიყენა. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. რამდენიმე ქალაქში ხელმძღვანელობამ კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ნიუ-იორკში დღისით გამართული მშვიდობიანი აქციები ღამით ძალადობაში, მასობრივ დარბევასა და მოროდიორობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა დაარბიეს და გაძარცვეს ბრენდული მაღაზიები. პოლიციამ ძარცვისა და მაროდიორობის ბრალდებით 400 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის მოხვდა ნიუ-იორკის სენატორი ბრუკლინიდან ზელნორ მირი., რომელიც სოლიდარობის ნიშნად დემონსტრანტებს შეუერთდა. სენატორის განცხადებით, მას არა მხოლოდ პროტესტის გამოხატვა უნდოდა, არამედ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მეკავშირის როლი შეესრულებინა. სამართალდამცავებმა მას თვალებში წიწაკა შეაყარეს და ხელბორკილები დაადეს. მოგვიანებით, როცა გაიგეს იგი ვინ იყო, გაათავისუფლეს.

მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისში გამართულ საპროტესტო აქციაზე სროლა გვიანობამდე გრძელდებოდა. დაპირისპირებისას 4 პოლიციელი დაიჭრა.

მინესოტას შტატის ქალაქ სენტ-პოლში პოლიციამ. საღამოს 10 საათზე, დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. სამართალდამცავებმა აქციის 66 მონაწილე დააკავეს.

ამერიკის მოსახლეობის პროტესტს, სოლიდარობის ნიშნად, მსოფლიოს სხვა და სხვა ქალაქებიც შეუერთდა. დემონსტრაციები გაიმართა ლონდონში, რიო-დე-ჟანეიროში, პარიზში, ამსტერდამში. აქციის მონაწილეები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებდნენ. ლონდონში, სადაც კორონავირუსის გამო ამ დრომდე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, დემონსტრანტები რეგულაციების დარღვევის გამო დააკავეს.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, რომელიც არეულობებში გადაიზარდა, 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system