თავში

აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი სრულად ვაქცინირებულია

აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი სრულად ვაქცინირებულია
აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი სრულად ვაქცინირებულია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ქვეყანაში ზრდასრულთა დაახლოებით 60%-მა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა და თითქმის 48% სრულად არის აცრილი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

კერძოდ, ხანდაზმულებში, თითქმის 85%-მა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა და დაახლოებით 73% სრულად არის  ვაქცინირებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეში საშუალოდ 1,8 მილიონი აცრა ტარდება.

ცნობილია, რომ შვიდმა შტატმა შეასრულა ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი, რაც გულისხმობს, რომ 4 ივლისისთვის მოსახლეობის, სულ მცირე, 70%-მა ვაქცინის ერთი დოზა მაინც უნდა მიიღოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system