თავში

აშშ სუდანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს გმობს

​აშშ სუდანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს გმობს
აშშ სუდანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს გმობს

აშშ გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ სუდანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს მკაცრად გმობს და სუდანისთვის განკუთვნილი 700 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას აჩერებს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით გავრცელდა.

მასში აშშ ქვეყნის დათხოვნილი მთავრობის დაუყოვნებლივი აღდგენისკენ მოუწოდებს.

"სამხედრო ძალებმა მათი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ და ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. ამ ქმედებებს შეუძლია, შეაჩეროს ქვეყნის სვლა დემოკრატიისკენ და მშვიდობიანი რევოლუციისადმი სუდანის ღალატია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სუდანელი ხალხის უფლებას, შეიკრიბონ მშვიდობიანად დემოკრატიის მხარდასაჭერად. აშშ შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ სუდანის უსაფრთხოების ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. აშშ ქვეყანაში ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ინტერნეტის აღდგენას ითხოვს.

ცნობისთვის, სუდანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი დაკავებულია. სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 140 კი - დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system