თავში

აშშ ტყეების კონსერვაციისთვის 2030 წლისთვის 9 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

​აშშ ტყეების კონსერვაციისთვის 2030 წლისთვის 9 მილიარ
აშშ ტყეების კონსერვაციისთვის 2030 წლისთვის 9 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

აშშ-ის ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ტყეების შესანარჩუნებლად 2030 წლამდე 9 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს, თუ ამას კონგრესი დაუჭერს მხარს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ეს არის ამ ტიპის პირველი მთავრობის საერთო მასშტაბების გეგმა და ის უახლოესი ათწლეულის მანძილზე ტყეებისა და სხვა ეკოსისტემების შესანარჩუნებლად ძალისხმევას ჩაუყრის საფუძველს, რომლებიც ნახშირბადის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

გამოცხადებული გეგმა მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის მიზნებს, დაასრულოს ბუნებრივი ტყის ფართობის შემცირება 2030 წლისთვის.

9 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების გარდა, გეგმა ტყის ეკოსისტემების შენარჩუნების ღონისძიებების სტიმულირებას, ამ სფეროში კერძო ინვესტიციებს, ტყის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზებისა და მონაცემთა სისტემების შექმნასაც ისახავს მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system