თავში

აშშ თურქეთს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში დაეხმარება

​აშშ თურქეთს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში დაეხმარება
აშშ თურქეთს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში დაეხმარება

აშშ თურქეთში პროგრამას იწყებს, რომლის მიზანი ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება. დოკუმენტს, რომელშიც გრანტის დეტალებია გაწერილი, თურქეთში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.

დოკუმენტში საუბარია ინიციატივების მხარდაჭერაზე, რომლებიც მიზნად ისახავს "კანონის უზენაესობისა და თავისუფლების" შენარჩუნებას, ასევე მედიის გაძლიერებას. ასევე, მხარდაჭერა ექნება ინიციატივებს, რომლებიც თურქულ მედიაში ”ცრუ და მცდარი ინფორმაციის” წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მხარდაჭერილი იქნება ინიციატივები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობის აღქმის გაუმჯობესების კუთხით.

დოკუმენტის თანახმად, პროექტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დააფინანსებს. ერთი გრანტის ზომა 5000-დან 50 000 დოლარამდე მერყეობს, გრანტების საერთო რაოდენობა მითითებული არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system