თავში

აშშ-ში COVID-19-ის გამო სასუნთქ აპარატზე მიერთებულმა მამაკაცმა ვიოლინოზე დაუკრა - VIDEO

აშშ-ში COVID-19-ის გამო სასუნთქ აპარატზე მიერთებულმა მამაკაცმა ვიოლინოზე დაუკრა - VIDEO
აშშ-ში COVID-19-ის გამო სასუნთქ აპარატზე მიერთებულმა მამაკაცმა ვიოლინოზე დაუკრა - VIDEO

ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრი, ორკესტრის პენსიაზე გასული პედაგოგი, გროვერ ვილჰელმენსი, რომელიც იუტას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში COVID-19-ს, ებრძვის თავის რეალურ გატაცებას, მუსიკას დაეუფლა და ვიოლინოზე დაუკრა, რომლითაც საავადმყოფოს მუშაკებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ CNN წერს.

ინტუბაციის მილებში გახლართულმა, 70 წლის მამაკაცმა ექთანს კალამი და ფურცელი სთხოვა, რადგან საუბარს ვერ ახერხებდა. 

"თქვენ იცით, მე ნამდვილად მინდა, აქ საავადმყოფოში დავუკრა. რას ფიქრობთ ჩემმა მეუღლემ, რომ შემოიტანოს ჩემი ვიოლინო", - დაწერა ფურცელზე პენსიონერმა.

მიუხედავად იმისა, რომ თხოვნას გარკვეული დაგეგმვა და ექიმების თანხმობა დასჭირდა, ექთანმა საბოლოოდ მისთვის სურვილის შესრულება შეძლო. იგი მის პალატაში დარჩა და უსმენდა, როგორ უკრავდა ინფიცირებული პაციენტი ეკლესიის საგალობლებსა და "ტენესის ვალსს".

"ცრემლები წამომივიდა. დაუჯერებელი იყო, პაციენტი ინტუბირების დროს რომ ახერხებდა დაკვრას. ის ძალიან ავად არის, თუმცა მივხვდი რომ მისთვის მუსიკა ყველაფერია. ეს დაკვრა მას ნერვული სისტემის დაწყნარებაში დაეხმარა", - განაცხადა ექთანმა.

საავადმყოფოს სხვა თანამშომლები რეანიმაციული განყოფილების ფანჯრებთან შეიკრიბნენ და მის დაკრულს უსმენდნენ.

"გულწრფელად შოკისმომგვრელი იყო იქ ყოფნა, როდესაც მან ვიოლინო აიღო. მე მიჩვეული ვარ, რომ როდესაც პაციენტები აპარატზე არიან შეერთებულები, იტანჯებიან და საწოლს არიან მიჯაჭვულები, მაგრამ გროვერმა სიტუაცია საპირისპიროდ წარმართა და დამანახა. ეს იყო პატარა შუქი COVID-19-ის სიბნელეში", - განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო მუშაკმა.

ცნობილია, რომ პენსიონერი მამაკაცის მეუღლეც კოვიდინფიცირებულია და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს. მისი მეუღლისგან განსხვავებით, გროვერს კორონავირუსმა ფილტვების პრობლემა შეუქმნა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system