თავში

ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს, შესაძლოა, დღეს კორუფციული ბრალდებები წაუყენონ

ბენი ჰეთნიაჰუ
ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს, შესაძლოა, დღეს კორუფციული ბრალდებები წაუყენონ

ისრაელში დღეიდან კორუფციის ხმაურიან საქმეზე წინასწარი სასამართლო მოსმენა იწყება. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადვოკატები სასამართლოში უკვე მივიდნენ. ისინი შეეცდებიან გენერალური პროკურორი დაარწმუნონ, რომ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები არ იყოს წამოყენებული.

გენერალურმა პროკურორმა, ავიჩაი მანდელბილტმა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ შესაძლოა, საქმე აღძრას. გამორიცხული არ არის, რომ პრემიერს თაღლითობის, ნდობის დარღვევისა და ქრთამის აღების ფაქტებზე წაუყენონ ბრალი. ნეთანიაჰუ ამ ყველაფერს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

პოლიტიკურად არა ერთხელ გადარჩენილი ნეთანიაჰუ, ისრაელის პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი ლიდერია. 17 სექტემბრის წარუმატებელი საპარლამენტო არჩევნების მიუხედავად, პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება . ნეთანიაჰუს კონკურენტი არჩევნებში და ასევე გამარჯვებული ბენი განცი აცხადებს, რომ ის არ შევა მთავრობაში, რომელსაც ნეთანიაჰუ უხელმძღვანელებს.

პოლიტიკური კრიზისისას და ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე, ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირება რთულ პირობებში უწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system