თავში

დონალდ ტრამპს ანონიმურ ინფორმატორთან შეხვედრა სურს

​დონალდ ტრამპს ანონიმურ ინფორმატორთან შეხვედრა სურს
დონალდ ტრამპს ანონიმურ ინფორმატორთან შეხვედრა სურს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს შეხვდეს ანონიმურ ინფორმატორს, ვისი განცხადებაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საბაბად იქცა.

„ნებისმიერი ამერიკელის მსგავსად, ვფიქრობ, ვიმსახურებ ჩემს ბრალმდებელთან შეხვედრას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბრალმდებელი ეგრეთ წოდებული „მამხილებელია“, რომელმაც უცხოელ ლიდერთან /ჩემი/ საუბარი წარმოადგინა სრულიად არასწორი და ყალთაბანდური გზით“, დაწერა ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე.

ტრამპი ასევე დემოკრატი კონგრესმენის, ადამ შიფის განცხადებებს გამოეხამურა და აღნიშნა, რომ შიფი „ყველაზე მაღალ დონეზე უნდა დაიკითხოს, შესაძლო თაღლითობისა და სახელმწიფო ღალატის გამო“.

ადამ შიფმა განახცადა, რომ კონგრესში წარმოდგენილი დემოკრატები შეეცდებიან გაარკვიონ, გამოიყენა თუ არა ტრამპმა უფლებამოსილება ბოროტად, როდესაც ზელენსკის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა. ადამ შიფრის თქმით, მათ ე.წ. „მამხილებელთან“ კონგრესისთვის ჩვენების მიცემაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system