თავში

ასტანაში სირიის საკითხზე მორიგი მოლაპარაკებების თარიღი ცნობილია

​ასტანაში სირიის საკითხზე მორიგი მოლაპარაკებების თარიღი ცნობილია
ასტანაში სირიის საკითხზე მორიგი მოლაპარაკებების თარიღი ცნობილია

ასტანას ფორმატში სირიის შესახებ საერთაშორისო შეხვედრა ნურ-სულთანში 21-22 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განუცხადა.

დიპლომატის თქმით, მოლაპარაკებების მე-17 რაუნდში მონაწილეობა ყველა მხარემ და დამკვირვებლებმა დაადასტურა.

ასტანას ფორმატში სირიის შესახებ მოლაპარაკებების წინა რაუნდი ნურ-სულთანში 7-8 ივლისს გაიმართა. მხარეებმა სირიაში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული მარაგების მიწოდება, ჟენევაში სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის მუშაობის განახლება, პატიმრების გაცვლა, პატიმრების გათავისუფლება, ასევე დაკარგულთა ძებნა განიხილეს.

ასტანას ფორმატში სირიის შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system