თავში

ასტონომებმა "დაუჯერებლად დიდი“ შავი ხვრელი აღმოაჩინეს

ასტონომებმა "დაუჯერებლად დიდი“ შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ასტონომებმა დაუჯერებლად დიდი“ შავი ხვრელი აღმოაჩინეს

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი გალაქტიკა უზარმაზარი შავი ხვრელებითაა გარშემორტყმული. ამ დრომდე დადგენილი ინფორმაციით, ისინი ვარსკვლავების სიკვდილის შემდეგ წარმოიქმნება. როგორც წესი მატი მათი ზომა ერთმანეთს მეტნაკლებად ემთხვევა და მზეზე 20-ჯერ დიდ მოცულობას შეადგენს.

უახლესი კვლევების შედეგად ასტრონომებმა კიდევ ერთი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ზომით საშუალოზე სამჯერ დიდია. ის 68-ჯერ აღემატება მზის მოცულობას. 

„ეს შავი ხვრელი იმდენად დიდია, რომ მისი არსებობა დაუჯერებელიც კია. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვარსკვლავების აფეთქების შედეგად გამოყოფილი აირები კოსმოსური ქარების საშუალებით მიმოიფანტებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მათ მასიური კვალი დატოვეს”, - განაცხადა დოქტორმა ჯიფენგ ლიუმ, რომელიც ჩინეთის ეროვნულ ასტრონომიულ ობსერვატორიაში მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system