თავში

AstraZeneca-ს ვაქცინა "სამხრეთ აფრიკული" შტამის მიმართ ნაკლებად ეფექტურია

AstraZeneca-ს ვაქცინა "სამხრეთ აფრიკული" შტამის მიმართ ნაკლებად ეფექტუ
AstraZeneca-ს ვაქცინა სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ ნაკლებად ეფექტურია

კვლევებით დადგინდა, რომ ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინა, კორონავირუსის ე.წ. "სამხრეთ აფრიკული შტამის" მიმართ ნაკლებად ეფექტურია. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ოქსფორდისა და ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, პრეპარატი "სამხრეთ აფრიკული შტამით" გამოწვეული, დაავადების მსუბუქი და ზომიერი ფორმებისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

ექსპერტები ეყრდნობიან როგორც კლინიკურ კვლევებს, ასევე ვაქცინირებული სისხლის ნიმუშების ანალიზს. 

ამასთან, ამ დროისათვის დადგენილი არ არის იქნება თუ არა პრეპარატი ეფექტური დაავადების მძიმე ფორმების მიმართ. თავად კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ არ შეეძლოთ სრულად შეესწავლათ პრეპარატის განვითარების ეფექტურობა დაავადების მძიმე ფორმის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან კლინიკურ კვლევებში  უმეტესად ჯანმრთელი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. 

შტამი სახელწოდებით 501Y.V2 პირველად სამხრეთ აფრიკაში 2020 წლის დეკემბრის თვეში გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system