თავში

AstraZeneca-ს ვაქცინის რეგისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

AstraZeneca-ს ვაქცინის რეგისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
AstraZeneca-ს ვაქცინის რეგისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ვაქცინის სწრაფი რეგისტრაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის შესახებ გერმანული გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინის რეგისტრაციის თარიღმა კვლავ გადაიწია, ვინაიდან მის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, დამატებითი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო. DW აღნიშნავს, რომ ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად შეანელოს მასობრივი ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში.

ორშაბათს, 23 ნოემბერს, AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნეს კლინიკური კვლევების შედეგები, რომლის თანახმად, მათი ვაქცინების ეფექტურობა საშუალოდ 70%-დან 90%-მდე აღწევდა. 

თუმცა, ვაქცინის ირგვლივ გაჩნდა კითხვები ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. კერძოდ, AstraZeneca–მა მოხალისეთა ერთ ჯგუფს, 2,700 მოხალისეს, პირველ ეტაპზე ვაქცინის ნახევარი დოზა მისცა, მეორე ეტაპზე კი - მთლიანი, ხოლო მეორე ჯგუფს, 8,900 ადამიანს, ორივე ეტაპზე ვაქცინის თითო-თითო დოზა დაუნიშნა. პირველ შემთხვევაში ეფექტურობა 90% დადასტურდა, მეორე ჯგუფში კი 62%.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ პირველი ჯგუფის მოხალისეები გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ძილიანობა, თავის ტკივილი და ტკივილი ინექციის ადგილას, ნაკლებად უჩიოდნენ.

ამის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება: ოქსფორდის ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების დროს მოხდა დოზის გადახრა, რამაც მაშინვე გამოიწვია საერთაშორისო ექსპერტების ძალიან მკაცრი კრიტიკა. ეჭვქვეშ დადგა AstraZeneca-ის კვლევის მეთოდები და მისი საინფორმაციო პოლიტიკა.

ამას გარდა, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პირველ ჯგუფში მოხალისეების ასაკი 55 წელს არ აჭარბებდა. 

კომპანიამ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ვაქცინის კლინიკური კვლევების ახალ ეტაპს იწყებს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ამ ეტაპის მასშტაბისა და ხანგრძლივობის შესახებ. 

ცნობისთვის, AstraZeneca-ის ვაქცინის რეგისტრაცია 2021 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system