თავში

ასტრონავტები ავსტრალიის ხანძრებით გაოგნებულები არიან

​ასტრონავტები ავსტრალიის ხანძრებით გაოგნებულები არიან
ასტრონავტები ავსტრალიის ხანძრებით გაოგნებულები არიან

}იტალიელი ასტრონავტი ლუკა პარმიტანო, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადაგურის ბორტზე იმყოფება, აცხადებს, რომ არასოდეს უნახავს ასეთი შემზარავი მასშტაბების ხანძარი, როგორიც ახლა ავსტრალიაში მძვინვარებს.

"ეკიპაჟის სხვა წევრებთან საუბრისას მივხვდით, რომ ასეთი შემზარავი მასშტაბების ხანძრები არც ერთს გვინახავს", - წერს პარმიტანო "ტვიტერზე".

მან ავსტრალიაში ხანძრების კოსმოსიდან გადაღებული სურათებიც გამოაქვეყნა. 

{{widget-content-14339}

ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძარი 313 ჰექტარზე მძვინვარებს. მეხანძრეები მის ლოკალიზაციას ვერ ახერხებენ. აალების სამი კერა ერთ მსხვილში გაერთიანდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებას ურჩევს. ამჟამად შტატში 140 კერა ფიქსირდება. ხანძარს 2.5 ათასამდე მეხანძრე ებრძრვის.

ავსტრალიაში ხანძარმა უკვე მილიონობით ჰექტარი გაანადგურა. დაღუპულია 17 ადამიანი. ათასზე მეტი სახლი განადგურებულია. სიდნეის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მილიარდზე მეტი ცხოველი დაიხოცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system