თავში

ასტრონომებმა დედამიწისკენ უკონტროლოდ წამოსული რაკეტა დააფიქსირეს

ასტრონომებმა დედამიწისკენ უკონტროლოდ წამოსული რაკეტა დააფიქსირეს
ასტრონომებმა დედამიწისკენ უკონტროლოდ წამოსული რაკეტა დააფიქსირეს

ასტრონომებმა ორბიტას მოწყვეტილი და დედამიწისკენ უკონტროლოდ წამოსული ჩინური რაკეტა Long March 5B ფოტოზე აღბეჭდეს. მეცნიერების ვარაუდითვე, რაკეტა ამ კვირის მიწურულს, უქმეებზე უნდა ჩამოვარდეს.

კოსმოსური "ნაგავი" Long March 5B რაკეტის ნაწილია, რომელიც ჩინეთმა დაგეგმილი კოსმოსური სადგურის მშენებლობის ფარგლებში ცოტა ხნის წინ წარმატებით გაუშვა. კოსმოსური ნარჩენის დიდი ნაწილი, რომელიც 21 ტონას იწონის, დედამიწის მიმართულებით უკონტროლო ტრაექტორიით მოემართება და პლანეტას შემდეგ რამდენიმე დღეში შეეჯახება. როდესაც ეს ნარჩენი დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრება, ჰაერთან ძლიერი ხახუნის შედეგად ნაწილი დაიწვება, მაგრამ ის იმდენად დიდია, რომ სრულად დაწვას ფიზიკურად ვერ მოასწრებს, ხოლო გადარჩენილი ნაწილის ტრაექტორიის განსაზღვრა, თუ სად დაეცემა ის, შეუძლებელია.

ერთწამიანი ექსპოზიციის ფოტო 6 მაისსაა გადაღებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system