თავში

Astroworld-ის 100-ზე მეტმა სტუმარმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Astroworld-ის 100-ზე მეტმა სტუმარმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
Astroworld-ის 100-ზე მეტმა სტუმარმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ჰიუსრონში ფესტივალ Astroworld-ის 125-მა სტუმარმა მუსიკოსებისა და ორგანიზატორების წინააღმდეგ 750 მილიონო დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

ფესტივალის დროს დაზარალებულები, რომლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად რეპერებს ტრევის სკოტსა და დრეიკს, ასევე Live Nation Entertainment Inc.-ს უჩივიან.

სკოტს ადანაშაულებენ იმაში, რომ მას შემდეგაც კი, რაც ცნობილი გახდა მსხვერპლის შესახებ, კონცერტი მაინც გაგრძელდა. გარდა ამისა, მას ბრბოს არასათანადო მოქმედებისკენ წაქეზებაში ედება ბრალი.

ცნობისთვის, საბედისწერო ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოპულარული რეპერი ტრევის სკოტი ჰიუსტონში, ფესტივალ Astroworld-ზე 50 000 ადამიანის წინაშე გამოვიდა. რაღაც მომენტში ფანები სცენისკენ გაიქცნენ და დაიწყო ჭყლეტა, რომლის შედეგად ადამიანები დაშავდნენ.

მოგვიანებით, ფესტივალ Astroworld-ის სტუმარმა რეპერების ტრევის სკოტისა და დრეიკის წინააღმდეგ "ბრბოს წაქეზებისთვის", რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და ათეული დაშავდა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ტეხასელი 23 წლის კრისტიან პარედესი რეპერებს 1 მილიონ დოლარზე მეტს ედავება, რაც მისი თქმით, ტრავმებისა და სამედიცინო ხარჯების კომპენსაციის სახით უნდა იყოს გაცემული. ის ფესტივალის დროს დაშავდა და ამბობს, რომ მომღერლებმა ხალხის პროვოცირება მოახდინეს და კონცერტი არ შეაჩერეს.

სარჩელის თანახმად სპეციალური სტუმარი დრეიკი "სცენაზე ტრევის სკოტთან ერთად ავიდა და ხელი შეუწყო ხალხის პროვოცირებას". პარედესი დრეიკს ადანაშაულებს ტრევის სკოტთან ერთად შოუს გაგრძელებაში „როდესაც ბრბო უკონტროლო გახდა“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system