თავში

ათი წლის შემდეგ Wikipedia-ს დიზაინი განახლდება

ათი წლის შემდეგ Wikipedia-ს დიზაინი განახლდება
ათი წლის შემდეგ Wikipedia-ს დიზაინი განახლდება

მრავალენოვან, უნივერსალურ, ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს ახალი დიზაინი ექნება.

პროექტი, რომელიც მას უფრო თანამედროვე სახეს მისცემს, ეტაპობრივად გაუმჯობესდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ენციკლოპედიის ახალი დიზაინი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის ბოლოსთვის, Wikipedia-ს მე-20-ე დაბადების დღეზე იქნება.

დაგეგმილ ინოვაციებს შორისაა:

საძიებო გრაფის უფრო თვალსაჩინო ადგილას გადატანა;

სასურველ ენაზე გადასართავი მოძრავი ჩამრთველი;

ყველაზე სასურველი ენების ხელმისაწვდომობა საშუალებას მოგცემთ, აირჩიოთ სასურველი ენები ერთი დაკლიკებით, ენის მენიუს გახსნის გარეშე და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ Wikipedia არის საჯარო მრავალენოვანი, უფასო, უნივერსალური ინტერნეტ-ენციკლოპედია, რომლის გამოყენებაც მომხმარებლებმა 2001 წლის 15 იანვრიდან დაიწყეს. რესურსის მფლობელი არის ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია Wikimedia Foundation.

ამჟამად ვიკიპედია 300-ზე მეტ ენაზე დაახლოებით 53 მილიონ სტატიას მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system