თავში

ატლანტაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 70 პირი დააკავეს

ატლანტაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 70 პირი დააკავეს
ატლანტაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 70 პირი დააკავეს

აშშ-ში, ატლანტის პოლიციამ, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული არეულობის გამო, დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევისთვის სულ მცირე 70 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდეს, თუმცა ისინი პოლიციის მითითებას არ დაემორჩილნენ და მათ ქვები დაუშინეს.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული არეულობისა და საპროტესტო აქციების გამო, აშშ-ის 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

შეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system