თავში

ატლანტიკის ოკეანეს შტორმი "ედუარდი" უტევს

​ატლანტიკის ოკეანეს შტორმი "ედუარდი" უტევს
ატლანტიკის ოკეანეს შტორმი ედუარდი უტევს

ატლანტიკის ოკეანეში ტროპიკული ქარიშხალი "ედუარდი" ჩამოყალიბდა, რომლეიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს. ინფორმაციას აშშ-ს ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 64.4 კილომეტრს აღწევს. შტორმი საათში 56.3 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. სონოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი სამშაბათს შეერთებული შტატებისა და კანადას სანაპიროებს დატოვებს.
ტროპიკულ ქარიშხალს სახელს იმ შემთხვევაში ანიჭებენ, როდესაც ქარის სიჩქარე საათში 62 კილომეტრს აღწევს. თუ ქარის სიჩქარემ საათში 119 კილომეტრს გადააჭარბა, შტორმი უკვე ქარიშხლად გადაიქცევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system