თავში

ავღანეთში წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ტერაქტები მოხდა

​ავღანეთში წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ტერაქტები მოხდა

პროვინცია ფარვანში ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტის, აშრაფ განის წინასაარჩევნო გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა. 24 ადამიანი დაიღუპა, 30 მეტი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილთა შორის ბავშვებიც არიან. თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული.

მოგვიანებით აფეთქება ქაბულში მასუდის მოედანთან მიმდინარე წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, აშშ-ს საელჩოსთან ახლოს მოხდა. 3 ადამიანი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო „ტოლოს“ ინფორმაციით, ავღანეთის შსს აცხადებს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი თავდაცვის სამინისტროს შენობასაც დაესხა თავს. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა ავღანეთის ხელისუფლება აფეთქებებს ტერაქტად აფასებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system