თავში

ავღანეთში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

​ავღანეთში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა
ავღანეთში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 46, დაშავებულია 38 ადამიანი. 

ერთი აფეთქება პროვინცია ფარვანში ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტის, აშრაფ განის წინასაარჩევნო გამოსვლის დროს მოხდა. 24 ადამიანი დაიღუპა, 30 მეტი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილთა შორის ბავშვებიც არიან. თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული.

მოგვიანებით აფეთქება ქაბულში მასუდის მოედანთან მიმდინარე წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, აშშ-ს საელჩოსთან ახლოს მოხდა. 3 ადამიანი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო „ტოლოს“ ინფორმაციით, ავღანეთის შსს-ში განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი თავდაცვის სამინისტროს შენობასაც დაესხა თავს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system