თავში

ავღანელი TikTok-ერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო

ავღანელი TikTok-ერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო
ავღანელი TikTok-ერის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო

თალიბანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კომიკოსის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ნაზარ მუჰამედს მანქანაში ორი ადამიანი სახეში ურტყამს. კომიკოსი საკუთარი სახლიდან წაიყვანეს, მოგვიანებით კი დაჯგუფების წევრებმა ის სიკვდილით დასაჯეს. თალიბანის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ორი კაცი, რომელიც ვიდეოში ნაზარ მუჰამედს ურტყამს, თალიბანის წევრები არიან.

თალიბანის წარმომადგენლის, ზაბიჰულამუჯაჰიდის განცხადებით, დამნაშავეები დაკავებულები არიან და პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემიან. მისივე ცნობით, კომიკოსი ავღანეთის ეროვნული პოლიციის წევრი იყო და თალიბანის მებრძოლის წამებასა და მოკვლაში იყო ეჭვმიტანილი.

ნაზარ მუჰამედი TikTok-ზე სახალისო ვიდეოების გავრცელებით გახდა პოპულარული. როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, მუჰამედი დაჯგუფებამ თალიბანზე ხუმრობის გამო მოკლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system