თავში

ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა

​ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა. სროლისა და ჭყლეტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა ტყვედ აიყვანეს კიდევ სამი ადამიანი აიყვანეს.

გარდა ამისა, ქალაქ ასადაბადში თალიბებმა ეროვნული სამფერიანი დროშებით მორთული მანქანა ჩაცხრილეს. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system