თავში

ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ

ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ
ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ

ავღანეთში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვაჰიდ მაჟროს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian ავრცელებს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ვაჰიდ მაჟრო საკუთარი ავტომობილით ქაბულში ბრუნდებოდა. გამოცემის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დაზიანებები არ აღენიშნება.

”ამ დილით წავედი ხოსტის, პაქტიას და შემდეგ ლოგარის პროვინციებში, უკან დაბრუნებისას, პროვინციის დედაქალაქ ლოგარისგან დაახლოებით 500 მეტრში დაშორებით, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ჩვენი მანქანის გაჩერება სცადეს და  როდესაც ეს არ გამოუვიდათ ცეცხლი გაგვიხსნეს”, - განაცხადა მაჟრომ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მაჟრო ავღანეთის პროვინციებში სამედიცინო ცენტრებს სტუმრობდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სათანადო სამმედიცინო დახმარება ყველა ინფიცირებულისათვის ხელმისაწვდომია.

ავღანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 998-ს აღწევს, მათგან 783 პირი გასული 24 საათის განმავლობაში დაავადდა. გარდაცვლილთა რიცხვი 11-ით გაიზარდა და 216-ს შეადგენს. ინფექციისგან 1 040 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system