თავში

ავღანეთის ხელისუფლება და "თალიბები" მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

​ავღანეთის ხელისუფლება და "თალიბები" მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან
ავღანეთის ხელისუფლება და თალიბები მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

ავღანეთის პრეზიდენტმა კიდევ 400 თალიბი ტყვის გათავისუფლებას უნდა მოაწერო ხელი, რომლის შემდეგაც ავღანელებსა და "თალიბებს" შორის ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება. შეთანხმების თანახმად, შიდაავღანური მოლაპარაკებები, რომელმაც 19 წლიან ომსა და დაპირისპირებას უნდა დაუსვას წერტილი, "თალიბი" ტყვეების გათავისუფლებიდან ერთი კვირის ვადაში ყატარში დაიწყება.

ავღანეთის ხელისუფლება დაეთანხმა ლოია-ჯირგას, ანუ ავღანეთის უზენაესი კრების რეკომენდაციას დარჩენილი "თალიბი" ტყვეების გათავისუფლების თობაზე. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გადაწყვეტილებას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მოაწეროს ხელი.

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა მრავალთვიანი მუშაობა გასწია მხარეების მოლაპარაკებათა მაგისადასთან დასასმელად. თალიბებმა 5000 თვიდან დარჩენილი 400 პატიმრის გათავისუფლებაც მოითხოვა. ავღანეთის ხელისუფლება კარგა ხანს თავს იკავებდა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან პატიმრებს კავშირი ჰქონდათ არაერთ სასტიკ დანაშაულთან. ავღანეთის პრეზიდენტ  "თალიბებთან" მოლაპარაკებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ითხოვდა, თუმცა „ლოია-ჯირგამ“, ავღანეთის ხალხის წარმომადგენელთა უზენაესმა კრებამ დათმობაზე წასვლა არჩია.

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბების“ მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, 2020 წლის თებერვლის ბოლოს ყატარში, „თალიბების“ პოლიტიკურ დედაქალაქ დოჰაში გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system