თავში

ავღანეთის ხელისუფლებამ "თალიბებთან" შეთანხმება გააფორმა

​ავღანეთის ხელისუფლებამ "თალიბებთან" შეთანხმება გააფორმა
ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბებთან შეთანხმება გააფორმა

ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ ავღანეთის ხელისუფლებამ "თალიბების" რადიკალურ დაჯგუფებასთან სამშვიდობო მოლაპარაკებათა დაწყების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებაში ჯერ მხოლოდ მომავალი განხილვის პირობებია დასახელებული, ის მოლაპარაკებათა პროცესში სერიოზულ გარღვევად შეფასდა. დოკუმენტი დაპირისპირებულ მხარეებს სამშვიდობო დიალოგის უფრო არსებით ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემს, სადაც მთავარი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმება და 20 წლიანი ომის დასრულებაა. 

მომლაპარაკებელი ჯგუფის ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ნადერ ნადერის განცხადებით, მომდევნო ეტაპზე უკვე მოლაპარაკებათა კონკრეტული გეგმა განისაზღვრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system