თავში

ავღანეთის მოქალაქეები ვიზებს შავ ბაზარზე ყიდულობენ

​ავღანეთის მოქალაქეები ვიზებს შავ ბაზარზე ყიდულობენ
ავღანეთის მოქალაქეები ვიზებს შავ ბაზარზე ყიდულობენ

იმის გამო, რომ ავღანეთში საელჩოები დახურულია, ქვეყნის მოქალაქეები ვიზებს შავ ბაზარზე ყიდულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Tolo News ავრცელებს.

ამჟამად კანონიერი ვიზის მიღება ავღანეთში მხოლოდ პაკისტანში ჩასასვლელად არის შესაძლებელი.

სხვა ქვეყნების ვიზების ფასი შავ ბაზარზე ორჯერ და სამჯერ უფრო ძვირია.

"ტაჯიკეთის ვიზის რეალური ფასი 60 დოლარია, შავ ბაზარზე კი ის 350-400 დოლარი ღირს. თურქეთის ვიზის ფასი 120 დოლარია, შავ ბაზარზე კი მისი ფასი 5000 დოლარამდე ადის", - განაცხადეს ერთ-ერთ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოში.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system