თავში

ავღანეთის მთავრობის დელეგაციამ ყატარში თავშესაფარი მოითხოვა

​ავღანეთის მთავრობის დელეგაციამ ყატარში თავშესაფარი მოითხოვა
ავღანეთის მთავრობის დელეგაციამ ყატარში თავშესაფარი მოითხოვა

ავღანეთის მთავრობის დელეგაციის წევრებმა, რომლებიც რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენლებთან დოჰაში მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ყატარში დროებითი თავშესაფარი მოითხოვეს. ინფორმაციას ავღანური სააგენტო Pajhwok ავრცელებს.

"ყოფილმა სამთავრობო დელეგაციამ ყატარში დროებითი თავშესაფარი ავღანეთში ინკლუზიური მთავრობის ფორმირებამდე ითხოვა", - აღნიშბავს სააგენტო.

კონსულტაციები ყოფილი მთავრობის დელეგაციასა და "თალიბანის" წარმომადგენლებს შორის დოჰაში 2020 წლის სექტემბრიდან იმართებოდა. ისინი არაერთხელ შეწყვეტილა და შემდეგ ახლდებოდა.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system