თავში

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის Facebook გატეხეს

​ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის Facebook გატეხეს
ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის Facebook გატეხეს

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი, რომელმაც "Facebook-ში" საერთაშორისო საზოგადოებას "თალიბანის" ხელისუფლების აღიარებისკენ მოუწოდა, აცხადებს, რომ მისი ანგარიში გატეხეს.

"მოჰამად აშრაფ ღანის ოფიციალური გვერდი "Facebook-ში" გატეხეს", - აღნიშნავს ღანი "Twitter-ში".

მანამდე ღანის Facebook-გვერდზე გამოჩნდა განცხადება, რომლის თანახმად, "ავღანეთიდან დაშორების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოებამ ამჟამინდელ მთავრობასთან უნდა ითანამშრომლოს". განცხადება თალიბების დახმარების, კერძოდ ავღანეთის აქტივების გაყინვის გაუქმების მოწოდებებსაც შეიცავდა.

რადიკალურმა მოძრაობა"თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system