თავში

ავღანეთის სამხედროებმა 140 თალიბი მოკლეს

​ავღანეთის სამხედროებმა 140 თალიბი მოკლეს
ავღანეთის სამხედროებმა 140 თალიბი მოკლეს

ავღანეთის რიგ პროვინციებში ოპერაციების დროს, ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში, სამხედროებმა მოძრაობა "თალიბანის" 140 მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო Xinhua ავრცელებს.

სამხედრო უწყების ცნობით, სამთავრობო არმია აწარმოებს ოპერაციებს ნანგარჰარის, ზაბულსა და ყანდაარის პროვინციებში.

140 მებრძოლი ლიკვიდირებულია, კიდევ 75 დაიჭრა. გარდა ამისა, ნაპოვნი და განეიტრალებულია 121 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ამასთან, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ კვირას საღამოს სამხედროებში ბაღლანში თალიბების "ციხეს" დაესხნენ თავს და რვა ჯარისკაცი გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system