თავში

ავღანეთის ტელევიზიიდან ქალები დაითხოვეს, რომ არ მოეკლათ - VIDEO

ავღანეთის ტელევიზიიდან ქალები დაითხოვეს, რომ არ მოეკლათ
ავღანეთის ტელევიზიიდან ქალები დაითხოვეს, რომ არ მოეკლათ - VIDEO

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჯალალაბადის ტელევიზიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ყველა ქალი თანამშრომელი სამსახურიდან დაეთხოვა. ამის მიზეზი ბოლო თვეებში 4 ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალის სასტიკი მკვლელობა გახდა.

ავღანეთში ქალებისთვის სახლიდან გასვლა, საზოგადოებაში გამოჩენა და საჯარო სივრცეში მუშაობა უკიდურესად სახიფათო და სიკვდილის ტოლფასია. მათ შორის არიან ჟურნალისტი ქალები. ისინი ექსტრემისტების სამიზნეს წარმოადგენენ და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან ძვირი უჯდებათ.

მიუხედავად ამისა, სამსახურიდან დათხოვილი ჟურნალისტი ქალები აცხადებენ, რომ მათ არსებულ ვითარებასთან შეგუება არ სურთ და მოუთმენლად ელიან, როდის შეძლებენ ტელევიზიაში სამუშაოდ დაბრუნებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system