თავში

ავღანეთში 14 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

ავღანეთში 14 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება
ავღანეთში 14 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

ავღანეთის მოსახლეობა რადიკალური თალიბანის მოძრაობის ბოევიკების მიერ ძალაუფლების ჩამორთმევის, გვალვისა და კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა მასობრივი შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაერო-ს სურსათის მსოფლიო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა.

"გვალვის, კონფლიქტისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, რომელიც გამწვავებულია COVID-19-ით, ავღანეთში შიმშილით დაღუპულთა რიცხვი 14 მილიონამდე გაიზრდება," - განაცხადა ბიზლიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, ავღანელი ხალხს ნამდვილი "ჯოჯოხეთს" წინაშე აღმოჩნდება.

გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სექტემბრამდე ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ქაბულიდან ევაკუაციას 31 აგვისტოს დაასრულებს.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system