თავში

ავღანეთში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

​ავღანეთში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს მეორე აფეთქება მოხდა. თავდამსხმელებმა მიზანში პოლიციელები ამოიღეს. დაღუპა 2 და დაიჭრა რამდენიმე სამართალდამცავი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის, მეორე კი განათლების სამინისტროს ავტომანქანაზე იყო მიმაგრებული. მიმდინარეობს გამოძიება. "თალიბების" წარმომადგენლის ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, აფეთქების შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.

ქაბულზე შეტევა მაშინ განხორციელდა, როდესაც, ავღანეთი, აშშ-ის შუამავლობით, "თალიბებთან" სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება, რამაც 19 წლიან ომს უნდა დაუსვას წერტილი.

ქაბულში, გუშინ განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე, რის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ იერიში პრეზიდენტის სასახლესა და საელჩოებზე მიიტანეს. ჭურვების უმეტესობა საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, რის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system