თავში

ავღანეთში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

​ავღანეთში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში გზის პირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაუზჯანის პროვინციაში მოხდა.

დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მომხდარში რადიკალურ მოძრაობა "თალიბანს" ადანაშაულებს. 

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ავღანეთში სისხლიანი დაპირისპირება რადიკალურ დაჯგუფებასა და სახელისუფლებო ძალებს შორის დღემდე გრძელდება.

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბების“ მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში 18 წლიან ომს წერტილი უნდა დაუსვას, თებერვლის ბოლოს ყატარში, „თალიბების“ პოლიტიკურ დედაქალაქ დოჰაში გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system