თავში

ავღანეთში აფეთქებას ორი სამართალდამცავი ემსხვერპლა

ავღანეთში აფეთქებას ორი სამართალდამცავი ემსხვერპლა
ავღანეთში აფეთქებას ორი სამართალდამცავი ემსხვერპლა

ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰერათში აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ Tolo News იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა გზატკეცილზე, რომელიც ქალაქ ჰერათიდან სოფელ ისლამ-კალაში მიდის.

ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ დაჯგუფებებს არ აუღიათ. 

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ავღანეთში სისხლიანი დაპირისპირება რადიკალურ დაჯგუფებასა და სახელისუფლებო ძალებს შორის დღემდე გრძელდება.

აშშ-სა და „თალიბებს“ შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბების“ მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში 18 წლიან ომს წერტილი უნდა დაუსვას, თებერვლის ბოლოს ყატარში, „თალიბების“ პოლიტიკურ დედაქალაქ დოჰაში გაფორმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system