
ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევას ქალაქ ჯალალაბადის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე სპორტულ კლუბში ჰქონდა ადგილი.
ამის შესახებ ტელეარხი Ariana News-ი წერს.
აფეთქება საბილიარდო დარბაზში მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაშავდა ორი ადამიანი. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი