თავში

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - განახლებულია

ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - განახლებულია
ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - განახლებულია

ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატო-ს მისია "მტკიცე მხარდაჭერის" სარდლობა ავრცელებს.

მისიის შტაბში აღნიშავენ, რომ ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, თუმცა დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებენ. 

ამერიკული გამოცემა "Newsweek" პენტაგონში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო მოსამსახურე ვარდაკის პროვინციის საიიდაბადის რაიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ქირურგიული ჩარევის დროს მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ამერიკელი ჯარისკაცის ვინაობას პენტაგონი მას შემდეგ დაასახელებს, რაც დაღუპულის ოჯახს მომხდარის შესახებ აცნობებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system