თავში

ავღანეთში ბავშვები შიმშილით დაიღუპნენ

​ავღანეთში ბავშვები შიმშილით დაიღუპნენ
ავღანეთში ბავშვები შიმშილით დაიღუპნენ

ავღანეთის ყოფილმა დეპუტატმა მუჰამედ მოჰაკიკმა განაცხადა, რომ დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში რვა ბავშვი შიმშილით დაიღუპა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

"სიღარიბემ და შიმშილმა დასავლეთ ქაბულში რვა ბავშვი იმსხვერპლა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა და აღნიშნა, რომ ამ მხარეში ჰაზარას თემი ცხოვრობს.

მოჰაკიკმა დასძინა, რომ ხელისუფლებაში მოსული თალიბანი ხალხის ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტს არ უზრუნველყოფს და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ავღანეთის ჰაზარებსა და შიიტებს დახმარება გაუწიოს.

ცნობისთვის, მანამდე გაერო-ს სურსათის მსოფლიო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ ავღანეთის მოსახლეობა რადიკალური თალიბანის მოძრაობის ბოევიკების მიერ ძალაუფლების ჩამორთმევის, გვალვისა და კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლოა, მასობრივი შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system